იაპონიის მედიის ცნობით, ტოკიოს მახლობლად მდებარე საკრუიზო ხომალდზე კორონავირუსით ორი მგზავრი გარდაიცვალა. 29 ადამიანი კი მძიმე მდგომარეობაშია.
გემზე სულ 3700 ადამიანი იმყოფებოდა, მათგან კორონავირუსით 620-ზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა.
იაპონიის საზოგადოებრივი მაუწყებლის განცხადებით, გარდაცვლილი მგზავრები 87 წლის იაპონელი კაცი და 84 წლის იაპონელი ქალი იყო.
19 თებერვალს ხომალდი პირველმა მგზავრებმა დატოვეს, რომელთაც კორონავირუსი არ გამოუვლინდათ. ხომალდიდან წასვლის ნება 443 პირს დართეს. სავარაუდოდ დღეს, ბორტს კიდევ 500-მდე ადამიანი დატოვებს.