ციხელაშვილი: ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის რეგიონში ჰუმანიტარული კრიზისია

19 თებერვალი 2020, 13:09 1263 ნახვა

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის რეგიონში ჰუმანიტარული კრიზისია და მის დასაძლევად აუცილებელია ახალგორის ე.წ. გამშვები პუნქტის გახსნა, განცხადებას  შერიგებისა და სამოქალაქო საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, აკეთებს.

ქეთევან ციხელაშვილის თქმით მოლაპარაკებები ამ საკითხზე უშედეგოდ სრულდება. საოკუპაციო რეჟიმი კი ადგილობრივ მოსახლეობას ებრძვის, ართმევს რა მათ მედიკამენტებს რომლებზეც ქართული წარწერებია და ისედაც კატასტროფულ სიტუაციას კიდევ უფრო ამძაფრებს. სახელმწიფო მინისტრი აღნიშნავს, რომ საერთაშორისო ჩართულობით და დახმარებით, აუცილებელია ე.წ. „გამშვები პუნქტის“ გახსნა და მოსახლეობის მედიკამენტებით და პროდუქტით უზრუნველყოფა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში