ბათუმის საქალაქო სასამართლო ჩაქვის საჯარო სკოლის საქმეს განიხილავს

19 თებერვალი 2020, 11:06 1301 ნახვა

ბათუმის საქალაქო სასამართლო ჩაქვის საჯარო სკოლის საქმეს განიხილავს. საუბარია აუდიტის სამსახურის წარმომადგენლების მხრიდან დირექტორის და მასწავლებლების მისამართით სიტყვიერ შეურაცხყოფაზე, რის გამოც მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ის საჯარო მოხელის მხრიდან ფსიქოლოგიური ზეწოლის მსხვერპლი გახდა. მოსარჩელე მხარეს პროცესზე საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო წარმოადგენს. მოპასუხე აჭარის განათლების სამინისტროა.

სამინისტროს იურისტის თქმით, საჯარო სამსახურის შესახებ კანონის შესაბამისად ინსპექტირების სამსახურის წარმომადგენლების მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობა არ ვრცელდება.

სამინისტრომ აჭარის მთავრობასაც მიმართა, თუმცა პასუხად მიიღეს რომ  პასუხისმგებლობის დასაყენებლად შესაბამისი სტრუქტურული ერთეული მთავრობას არ გააჩნია. სასამართლო სხდომაზე მხარეთა პოზიციების დამატებითი განმარტებების მოსმენა ერთი თვით გადაიდო. მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ მხარეებს მორიგება შესთავაზა.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი