ირაკლი შოთაძე  გენერალურ პროკურორად მეორედ აირჩიეს

18 თებერვალი 2020, 20:05 1938 ნახვა

დამოუკიდებელი დეპუტატების და ოპოზიციური პარტიების ბოიკოტის, არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგობის და აქციების ფონზე „ქართულმა ოცნებამ“ ერთპარტიული გადაწყვეტილებით გადამდგარი ირაკლი შოთაძე უკან დააბრუნა. უმრავლესობამ წინასწარ გაცხადებულის მიხედვით გენერალურ პროკურორს მხარი დაუჭირა. ისე, რომ დღეს აღარც გამოსვლები და დებატები ჩაუთვლიათ საჭიროდ.

ანუ დღეიდან 6 წლის განმავლობაში, თუ არ გადადგება, ან სხვაგან გადასვლას არ მოისურვებს, შოთაძე ქვეყნის გენერალური პროკურორი იქნება. სხდომათა დარბაზში ოპონირება, არა მაგრამ გაისმა საბჭოთა კავშირის ჰიმნი, რასაც მმართველი გუნდის მხრიდან მწვავე კრიტიკა მოჰყვა. მანამდე კი პარლამენტთან კვლავ გაიმართა აქცია, სირცხვილის კორიდორები და შეძახილები - მონა, ივანიშვილის მარიონეტი.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი