თუ ასფალტს ვერ აგებენ, ხრეში მაინც დაყარონ - ლეღვაში მოქალაქეები გზის მოწესრიგებას ითხოვენ 

18 თებერვალი 2020, 12:22 2497 ნახვა

ქობულეთში, სოფელ ლეღვაში მცხოვრებლები გზის მოწესრიგებას ითხოვენ. მოსახლეობის ინფორმაციით, გზაზე ორმოებია და წვიმის დროს გადაადგილება გართულებულია. ყვებიან, რომ საჭიროების დროს სასწრაფო დახმარების ბრიგადები პაციენტებამდე დროულად ვერ მიდიან.

''საჭმლის ფულს ვერ ვაკეთებთ და მანქანის ნაწილი როგორ ვიყიდოთ, ძვირია ყველაფერი. თუ ასფალტი ვერ მოაქვთ, ხრეში მაინც ჩაყარონ'' - უთხრა აჭარის მაუწყებელს ლეღვას მკვიდრმა. 

მოქალაქეების თქმით, გასული წლის შემოდგომაზე გზის მხოლოდ გარკვეული მონაკვეთი შეაკეთეს.

აღნიშნულ საკითხზე ქობულეთის მერიაში სატელევიზო კომენტარზე უარი განაცხადეს და მხოლოდ წერილობით გვიპასუხეს, რომ ბოლო დღეებში განვითარებულმა უხვმა ნალექმა გზაზე კონკრეტული მონაკვეთების დაზიანება გამოიწვია.

მერიის ინფორმაციითვე, მათ უკვე ჰქონდათ კომუნიკაცია საქართველოს საგზაო დეპარტამენტთან და სარეაბილიტაციო სამუშაოები უახლოეს დღეებში დაიწყება.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი