ხელვაჩაურის გამგეობასთან სოციალური შემწეობის აღდგენის მოთხოვნით მოსახლეობამ აქცია გამართა. მათი თქმით, წლების წინ მათ დახმარება უსაფუძვლოდ მოუხსნეს. აქციაზე ნაციონალური მოძრაობის წევრიც იმყოფებოდა. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოციალური დაცვის სააგენტოში ამბობენ, რომ გადაწყვეტილება ბენეფიციარების კრიტერიუმების გადამოწმების შედეგად მიიღეს.