„ადამიანები და არა კედლები ქმნიან ქალაქს“- აქცია ბათუმის დასაცავად

15 თებერვალი 2020, 17:59 2159 ნახვა

„ ადამიანები და არა კედლები ქმნიან ქალაქს“ - ამ და სხვა სლოგანებით ბათუმი რივიერას მშენებლობა საზოგადოება „მე მიყვარს ბათუმის“ საზოგადოება  „ბათომის“ წევრებმა და რიგითმა მოქალაქეებმა  გააპროტესტეს. ისინი პროექტის ადგილმონაცვლეობას და რეგიონის ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრას ითხოვენ.

აცხადებენ, რომ ეს პროექტი დანაშაულია და მას განხორციელების საშუალებას არ მისცემენ. სიმბოლურად აქციის მონაწილეებმა მიმდებარედ მცენარეები დარგეს და თქვეს, რომ ეს რეკრეაციული ზონაა და ასე უნდა დარჩეს.  კომპანიის ადმინისტრაცია კი ირწმუნება, რომ ადგილმონაცვლეობა გამორიცხულია, მათი თქმით ისინი კანონის ფარგლებში მოქმედებენ და პროტესტის მიუხედავად მშენებლობა გაგრძელდება.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი