„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ კიდევ ერთხელ უცხადებს სოლიდარობას აჭარის ტელევიზიის თანამშრომლებს

14 თებერვალი 2020, 20:24 2209 ნახვა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ კიდევ ერთხელ უცხადებს სოლიდარობას აჭარის ტელევიზიის თანამშრომლებს, რომლებიც  საკუთარი პროფესიული მოვალეობის შესასრულებლად იბრძვიან. ორგანიზაციამ ცოტა ხნის წინ განცხადება გაავრცელა და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ფაქტს, რომ სარედაქციო დამოუკიდებლობა საფრთხეშია. "ტელევიზიაში მიმდინარე მოვლენები ადასტურებს ჩვენს შეშფოთებას, რომ მთელი ამ პროცესების რეალური მიზანი ხელისუფლების მხრიდან ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკაზე სრული კონტროლის მოპოვებაა“ - აღნიშნულია განცხადებაში. ღია ზეწოლა, თავისუფალი სიტყვის დევნა, ჟურნალისტების გაშვება და ხელისუფლების დაკვეთა - ასე აფასებენ მედია-ექსპერტები მაუწყებელში მიმდინარე მოვლენებს. ამბობენ, რომ უნდა გამოინახოს დიალოგის გზა და დირექტორმა გეგმები უკან უნდა წაიღოს.

თეონა თურმანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში