საქართველოში 12 თვეში გაუპატიურების 119 შემთხვევა დაფიქსირდა - გახსნილია 47

14 თებერვალი 2020, 17:01 1720 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის თანახმად, 2019 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით საქართველოში გაუპატიურების 119 შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან სამართალდამცველებმა მხოლოდ 47 გახსნეს. მონაცემები გასულ წელთან შედარებით 23-ით გაიზარდა. 2018 წელს გაუპატიურების სულ 96 ფაქტი დაფიქსირდა, გაიხსნა -33.

გასულ წელში საქართველოში ტრეფიკინგის 22 შემთხვევა მოხდა, აქედან 2019 წელს ადამიანით ვაჭრობის მხოლოდ 10 შემთხვევა გაიხსნა.

12 თვეში საქართველოში თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას ადგილი 122-ჯერ ჰქონდა. 2199 ჯერ კი ადამიანებს დაემუქრნენ. ეს მაჩვენებელი გასულ წელს 115 იყო. ორჯერ კი მოქალაქე მძევლად აიყვანეს. 

სულ მიმდინარე წელს დანაშაული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ 421 ჯერ ჩაიდინეს, გასულ წელს კი ეს ციფრი 405 იყო. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი