რივიერას მშენებლობის წინააღმდეგ საზოგადოებრივი მოძრაობა დაფუძნდა

14 თებერვალი 2020, 10:50 2142 ნახვა

ბათუმის სანაპირო ზოლში, პროექტ  „რივიერას“ მშენებლობის გასაპროტესტებლად, ბათუმში დღეს საზოგადოებრივი მოძრაობა დაფუძნდა. „მე მიყვარს ბათუმის“ წევრები მიიჩნევენ, რომ პროექტი, რომელიც სანაპირო ზოლში უნდა განხორციელდეს, ქალაქის ისტორიული განაშენიანების ტრადიციულ სტილს არღვევს და ქალაქის გენეტიკურ კოდს არ ითვალისწინებს.

ამასთან, „ბათუმი - რივიერა“ საფრთხის შემცველია ეკოლოგიისა და უსაფრთხოების თვალსაზრისითაც.

მოძრაობის წევრების ორგანიზებით ხვალ 15 საათზე ევროპის მოედანზე საპროტესტო აქცია დაიგეგმა. მათი თქმით,  პროტესტს იქამდე გააგრძელებენ, ვიდრე პროექტის განხორციელება არ შეწყდება.

ფირუზ ბოლქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში