ბათუმს შემოერთებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ოჯახები ისევ ინფრასტრუქტურული პრობლემების, წყლისა და კანალიზაციის სისტემის მოგვარების მოლოდინში არიან. დახმარებას ითხოვენ აეროპორტის დასახლებაში, ევგენი მიქელაძის ქუჩის მცხოვრებლებიც.
აქ მთავარი პრობლემა მოუწესრიგებელი მიწისქვეშა სისტემაა, რის გამოც გარკვეული მონაკვეთები წვიმისას ისე იტბორება, რომ ხშირად გადაადგილება შეუძლებელია. ირწმუნებიან, რომ დახმარებას დაჰპირდნენ, თუმცა უბანში ამ დრომდე არავინ გამოჩენილა.