მაღალმთიან აჭარაში სასწავლო პროცესი ოფიციალურად შეწყდა

13 თებერვალი 2020, 10:43 2961 ნახვა

მაღალმთიანი აჭარის სამივე მუნიციპალიტეტში - ხულოში, შუახევსა და ქედაში სასწავლო პროცესი ოფიციალურად შეწყდა. მიზეზი დიდთოვლობაა, რამაც რეგიონების დიდ ნაწილში ელექტროენერგიის გათიშვაც გამოიწვია. 

ინფორმაციას სწავლის დროებით შეჩერების შესახებ აჭარის განათლების სამინისტროში ადასტურებენ. რესურსცენტრის ინფორმაციით, სკოლებში სწავლა ამინდის დასტაბილურების მიხედვით აღდგება, გაცდენილი საათები კი შაბათ კვირის ხარჯზე ანაზღაურდება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი