ქართველი ხელოვანების ნამუშევრების გამოფენა პარიზში

12 თებერვალი 2020, 20:07 2972 ნახვა

ქართველი ხელოვანების ნამუშევრების გამოფენა პარიზში არტ კაპიტალის ექსპოზიციის ფარგლებში 16 თებერვლამდე გაგრძელდება.  დამთვალიერებელს საშუალება აქვს აკაკი ძნელაძის, ბექა ბოლქვაძის, ბესო ბესელიას, ირინა ტორონჯაძის, სპარტაკ კუდბას, მაია ჭყონიას და კახა ნიჟარაძის  ნახატები დაათვალიეროს. გაეცნოს ამიკო ქავთარაძის ფოტოგრაფიას და დარეჯან ბერეკაშვილის სკულპტურებს. არტ კაპიტალზე მონაწილე ხელოვანები ჟიურიმ  გასული წლის  ოქტომბერში შეარჩია.

კულტურულ ღონისძიებაში 650 ადგილობრივი და საერთაშორისო ხელოვანი მონაწილეობს. არტ კაპიტალი წელს  საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის მაღალი პატრონაჟით იმართება. ქართველ ხელოვანთა დელეგაცია ამ ღონისძიებაზე წელს პირველადაა წარმოდგენილი. სამინისტროს ცნობით, მათი მონაწილეობა უმაღლესი დონის ღონისძიებაში ქვეყნის კულტურული ინტეგრაციის მნიშვნელოვანი განაცხადია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში