ოპოზიციური პარტიები გადაწყვეტილებას არ ცვლიან და უმრავლესობას შეთავაზებაზე უარს ეუბნებიან. დიალოგის მაგიდასთან დაბრუნების აზრს ოპონენტები ვერ ხედავენ. ფასადურს და საერთაშორისო პარტნიორებისთვის თვალის ახვევის მცდელობად აფასებენ ხელისუფლების შეთავაზებას, რადგან, მათი თქმით, სწორედ ისინი არიან მოლაპარაკებების ჩიხში შეყვანის ინიციატორები. ამიტომ სიტუაციის გამოსწორებას სწორედ მათგან ელიან. დიალოგის განახლებას ოპოზიცია შესაძლოა დათანხმდეს გიგი უგულავას თავისუფლების სანაცვლოდ.