ამინდის მოსალოდნელი გაუარესების გამო გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს. სააგენტოს ინფრომაციით, 15 თებერვლამდე საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, მთაში და მაღალმთაში ზოგან ძლიერი თოვა, ნისლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება, ზღვაზე შესაძლებელია 4-5 ბალიანი შტორმი.
"საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დიდთოვლობის, ლიპყინულის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის და ზვავსაშიშროების გამო შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის გადაადგილება"- წერია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.