საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა, რომში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე 2 მედალი მოიპოვა. 55 კგ. წონით კატეგორიაში ნუგზარ წურწუმია ბრინჯაოს მედლისთვის რუმინელ ფლორინ ტიტას შეხვდა და 8:0 მოიგო. წურწუმიამ საქართველოს ნაკრებს პირველი ბრინჯაო მოუტანა.
ამის შემდეგ კი ლევან არაბული 130 კგ. წონით კატეგორიის ევროპის ჩემპიონატის ფინალში რუმინელ ალინ ალექსუცს დაეჭიდა და 1:6 წააგო.ქართველმა გოლიათმა რომში ვერცხლის მედლის მოპოვება შეძლო. მეორე საჭიდაო დღეს ხალიჩაზე კიდევ 5 წონითი კატეგორიის წარმომადგენლები გამოვიდნენ. 60 კგ ამირან შავაძე ნახევარფინალში თურქ კარემ კამალს დაუპირისპირდა და 0:7 დამარცხდა. შავაძე დღეს ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში ჟორა აბოვიანსა და ჟამბოლატ ლაკოიევს შორის გამარჯვებულს შეხვდება. ასევე ნახევარფინალური შეხვედრა იჭიდავა იური ლომაძემ. 72 კგ წონით კატეგორიაში ლომაძე თურქ სელჩუკ ჩანს დაუპირისპირდა და მეტოქე 7:0 დაამრცხა. ლომაძე ევროპის ჩემპიონატის ფინალში დღეს გერმანელ ფრანკ შტაებლერს შეხვდება. ფინალური ბლოკი დღეს თბილისის დროით 21.00 საათზე დაიწყება.