გიგი უგულავას დაკავება მწვავედ გააკრიტიკეს ამერიკელმა პოლიტიკოსებმა, რასაც უკვე მოჰყვა შეფასებები საქართველოში, ოპოზიციაში კონგრესმენების რეაქცია მოულოდნელი არ ყოფილა და ქართულმა ოცნებამ მათი განცხადებით კიდევ ერთხელ დაკარგა საერთაშორისო პარტნიორების ნდობა.
მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ ამერიკელი კონგრესმენები კვლავ არასწორად არიან ინფორმირებულები და მათ უახლოეს მომავალში, რეალურ ვითარებას გააცნობენ.