სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ქობულეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახდელები შესწავლა დაასრულა

10 თებერვალი 2020, 20:36 1471 ნახვა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ქობულეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახდელები შესწავლა დაასრულა. რამდენიმე ეპიზოდი პროკურატურაში გადაიგზავნა. ქობულეთის მერიაში რომელიმე პირის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაყენებას გამორიცხავენ და ირწმუნებიან, რომ ამის მტკიცებულებებს საგამოძიებო უწყებას თავადაც წარუდგენენ. აუდიტის შედეგად  რამდენიმე ხარვეზი და სისუსტე გამოვლინდა. მათ შორის ის, რომ ქობულეთის პლაჟით სარგებლობა ასობით შემთხვევაში უფასოდ მიდიოდა.

დოკუმენტში მოხვდა, საწვავის და ტრანსპორტის გამოყენების საკითხები. ასევე ნაშთის სახით დარჩენილი თანხის გამოუყენებლობის თემა და ქონების განკარგვის მიმართულება.საბიუჯეტო თანხები გახარჯულია არაეფექტიანად - ეს ჩანაწერი გარე განათების სისტემის ექსპლუატაციის მომსახურების შესყიდვას და მის ღირებულებას ეხებოდა. 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში