"იმ მომენტიდან, როცა ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ ბევრი ოპოზიციური ლიდერები აღმოჩნდებოდა საპატიმროში. ბუნებრივია, ყველამ ვიცოდით რომ ერთ-ერთი გიგი უგულავა იქნებოდა. ივანიშვილი არ ცდება, ციხეში უშვებს იმას ვინც გამორჩეული ლიდერი, თუმცა ივანიშვილი ცდება როცა გონია, რომ ეს რეპრესიები შერჩება" - განაცხადა გიგი უგულავამ პრესკონფერენციაზე, სადაც გაერთიანებულმა ოპოზიციამ ხელისუფლებასთან კონსულტაციების შეწყვეტისა და სახახო დაუმორჩილებლობის შესახებ გააკეთა განცხადება.
ოპოზიციის პროეტესტი გიგი უგულავას სასჯელზე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას მოჰყვა, რომელმაც ოპოზიციური პარტიის ლიდერს 9 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. აქედან 6 უგულავას უკვე მოხდილი აქვს და მას ციხეში სამი წელის გატარება მოუწევს.