თოვლის გამო შექმნილი პრობლემები ბათუმში

10 თებერვალი 2020, 18:15 1516 ნახვა

ორდღიანი ინტენსიური თოვის შემდეგ დღეს დილიდან გამოიდარა,თუმცა მოყინული იყო გზები და ტრანსპორტის გადაადგილება გართულებული. ღამით ბათუმში -4 გრადუსი დაფიქსირდა. ყინვის გამო 400-მდე აბონენტს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეზღუდული ჰქონდა.

მოსახლეობა პრეტენზიებს გამოთქვამდა გაუწმენდავი გზების გამო, ზოგ პრობლემურ მონაკვეთზე კი არ იყო დაყრილი ტექნიკური მარილი. დიდთოვლობამ განსაკუთრებული პრობლემა ხელვაჩაურში  შექმნა. ბათუმის მერია  მოსახლეობას აფრთხილებს, მკვეთრი დახრილობის სახურავებიან შენობებთან გავლისგან თავი შეიკავოს.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში