სადავო საარჩევნო სისტემა - ოპოზიცია ახალ შეთავაზებას ამზადებს

10 თებერვალი 2020, 15:00 1107 ნახვა

ოპოზიცია და ხელისუფლება, მოლაპარაკების მე-5 რაუნდის მოლოდინშია. მანამ კი „ქართული ოცნების“ ოპონენტები ლეიბორისტული პარტიის ოფისში იკრიბებიან. ლიდერები უნდა შეჯერდნენ შეთავაზების საბოლოო ვარიანტზე, რა ინიციატივითაც ისინი მმართველ გუნდთან მოლაპარაკებაზე მივლენ.

მთავრობა კი შეთავაზებას არ ცვლის და 2020-ის არჩევნებს ისევ 100/50-ზე ვარიანტს განიხილავს და სწორედ ამ ვარიანტზე ელოდებიან საბოლოო პასუხს ოპოზიციისგან.

 

ფოტო: არქივი

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში