ოპოზიციის ბრალდებები

18 სექტემბერი 2016, 00:00 3328 ნახვა

ქობულეთის საოლქო საარჩევნო კომისია დღეს ხელისუფლებასთან ერთად ოპონენტების ბრალდებების სამიზნე კიდევ ერთხელ გახდა - ამჯერად გაერთიანებული დემოკრატების. მმართველი პარტიის მხრიდან, საარჩევნო ადმინისტრაციის მართვის მცდელობაზე ნინო ბურჯანაძის პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი საუბრობს. ხვიჩა გამარჯობაძის განცხადებით, ქართული ოცნების შტაბი საოლქო და საუბნო კომისიის წევრებს ტრენინგს უტარებენ, რასაც შტაბში არ უარყოფენ, თუმცა განმარტავენ, რომ ტრენინგებს მხოლოდ პარტიის წევრები ესწრებიან, რაც მათი თქმით კანონდარღვევა არ არის. ოპონენტების ბრალდებებს კი “ქართულ ოცნებაში” აბსურდულად მიიჩნევენ. 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში