საქართველოს პრეზიდენტმა რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებს უმასპინძლა

07 თებერვალი 2020, 10:52 1584 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტმა რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებს უმასპინძლა. სალომე ზურაბიშვილმა მათ სიტყვით მიმართა და გამოსვლისას ქართულ ტოლერანტობაზე გაამახვილა ყურადღება.

პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა მართლმადიდებელია, თუმცა, ქვეყანაში ყველა რელიგიას აქვს თავისი ადგილი, სრული თავისუფლება.  შეხვედრას  საქართველოში მოქმედი 11 სხვადასხვა რელიგიური კონფესიის წარმომადგენელი ესწრებოდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში