„ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილ ირაკლი შოთაძეს, საბოლოოდ დაბრუნებამდე რამდენიმე ნაბიჯი დარჩა

06 თებერვალი 2020, 20:23 1339 ნახვა

„ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილ ირაკლი შოთაძეს, საბოლოოდ დაბრუნებამდე რამდენიმე ნაბიჯი დარჩა. როგორც მოსალოდნელი იყო საპროკურორო საბჭომ შოთაძე, სხვა 3 კანდიდატთან ერთად შემდეგ ეტაპზე გადაიყვანა. ხვალ სია კიდევ შემცირდება, შემდეგ კი კანდიდატს კენჭს პარლამენტში უყრიან. პარლამენტის უმრავლესობის წევრების განწყობა უკვე ცნობილია - ისინი შოთაძის წინააღმდეგ კრიტიკას არაობიექტურს უწოდებენ.

არადა შოთაძე თავის დროზე, როგორც უმრავლესობიდან გასულები ამბობენ, სწორედ უმრავლესობის მითითებით გადადგა. საქმე კი ხორავას ქუჩის მკვლელობას ეხებოდა, რასაც თავის დროზე შოთაძის უწყება იძიებდა. ცნობისთვის, ოპოზიცია, სამოქალაქო აქტივისტები და არასამთავრობო სექტორი მოუწოდებს ხელისუფლებას არ დანიშნონ თანამდებობაზე პროკურორი, რომელიც ერთხელ უკვე გადადგა. ამბობენ, რომ ეს ხალხის დაცინვაა. ამასთან, ივანიშვილთან დაახლოებული შოთაძე  დამოუკიდებელი უბრალოდ ვერ იქნება.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი