მკვდარი თევზები ნურის ტბაში. “თევზების დახოცვის მიზეზი ჟანგბადის ნაკლებობაა, რადგან ტბაში არსებული წყალმცენარეები მას დიდი რაოდენობით მოიხმარენ”- განმარტება ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტოში გაკეთდა. ალექსანდრე თევზაძის თქმით, ლაბორატორიული შემოწმება თევზს ჯერ არ ჩატარებია, თუმცა თევზჭერა დროებით მაინც აკრძალულია. თევზების დახოცვის ფაქტი ბათუმში უკვე რამდენჯერმე დაფიქსირდა.