მოხუცი ცოლ-ქმრის მკვლელობაში ნათესავს ადანაშუალებენ - ერთი წლის წინ მომხდარი მკვლელობის საქმე შსს გახსნა 

06 თებერვალი 2020, 11:31 1397 ნახვა

2019 წლის ივნისში,  77-ი და 84-ი წლის ცოლ-ქმარი საკუთარ სახლში სასიკვდილოდ დაჭრეს. მათ სხეულზე ბლაგვი საგნით მრავლობითი დაზიანებები მიაყენეს - კრიმინალური შემთხვევა გარდაბანში მოხდა. 

ერთი წლის შემდეგ, პოლიციამ საქმე გახსნა და განზრახ მკვლელობისთვის 35 წლის კაცი დააკავა. გამოძიების ვერსიით, ბრალდებული გ.ი. მათ ნათესავებთან მივიდა, მათსავე საცხოვრებელ სახლში ბლაგვი საგნით სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა. შემდეგაც გარდაცვლილების თანხას წაიღო და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

ახალგაზრდა კაცს ორი ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდების დამტკიცების შემთხვევაში, 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი