ნუ ჩაყვებით ჩაძირულ გემს, ბიძინა ივანიშვილს - ხმაური ბათუმის საკრებულოსთან

06 თებერვალი 2020, 11:29 1654 ნახვა

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები დღეს ბათუმის საკრებულოში აჭარის უმაღლესი საბჭოს სხდომას ბოიკოტის ნიშნად არ ესწრებიან.

ისინი ბათუმის საკრებულოს წინ შეკრებილი აქტივისტების მოთხოვნებს უერთდებიან და მიიჩნევენ, რომ აქციის მონაწილეების მოთხოვნა  პროპორციულ სისტემაზე გადასვასთან დაკავშირებით ლეგიტიმურია.

"ახალგაზრდებმა, ქართველმა ხალხმა მოიპოვა პროპორციული არჩევნები და მიიღო დაპირება, შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა გადააგდო და შესაბამისად, აჭარის უმაღლესმა საბჭომ გადააგდო ქართველი ხალხი. ყველა პროცედურა აქვს გავლილი ცვლილებისთვის, დარჩენილია სხდომა და ჯერ კიდევ უდევს თაროზე, იმიტომ , რომ  ჩვენ ვნახეთ კომენტარი დავით გაბაიძის, თურმე საქართველოს პარლამენტი როგორც გადაწყვეტს ისე იქნება... ის არის ჩვეულებრივი მონა ბიძინა ივანიშვილის და მოვუწოდებ ჩემს კოლეგებს, ნუ გახდება მონა, იმ ჩაძირულ გემს, ბიძინა ივანიშვილს, რომელიც საკუთარ ქონებას იცავს ნუ ჩაყვება და ერთხელ მაინც გადადგან ხალხისთვის სასიკეთო ნაბიჯი"- განაცხადა ელგუჯა ბაგრატიონმა.

ნაციონალურ მოძრაობაში ამბობენ, რომ მანამ სანამ ეს გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული ქართული ოცნების წევრებს  მოუწევთ სირცხვილის კორიდორებში სიარული და არ მიეცემათ ნორმალურად მუშაობის საშუალება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი