თურქეთში ვანის პროვინციაში ზვავი მეორედ ჩამოწვა და თოვლის საფარ ქვეშ სულ მცირე 50 მაშველი მოიყოლა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
ვანის გუბერნატორის განმარტებით მაშველები იმ ადგილას ძებნის ოპერაციას აგრძელებდნენ, სადაც დილით ზვავი ჩამოწვა. მისივე განმარტებით 25 ადამიანის გადარჩენა და საავდმყოფოში გადაყვანა მოხერხდა. გუბერნატორის ინფორმაციით, შემთხვევის ადგილას გაგზავნილია დამატებით მაშველთა ჯგუფი. ადგილზე 15 სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა მუშაობს.
პირველადი მონაცემებით მეორედ განვითარებულმა მეწყრულმა პროცესმა 12 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
საერთო ჯამში, ვანის პროვინციაში მომხდარ სტიქიურ უბედურების შედეგად ამ დროისთვის 23 ადამიანია გარდაცვლილი. სამაშველო ოპერაცია გრძელდება თოვლის საფარ ქვეშ მოყოლილ კიდევ, რამდენიმე ადამიანს ამ წუთებშიც ეძებენ. რამდენიმე მაშველმა თოვლის საფარიდან გათავისუფლება საკუთარი ძალებით შეძლო.
გუბერნატორის განმარტებით შესაძლებელია ზვავი კიდევ განვითარდეს, რადგან ინტენსიურად თოვს.
გარდაცვლილებს შორისაა, როგორც რიგითი მოქალაქეები, ასევე მაშველები და უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები.
ინფორმაციას სააგენტო : dailysabah-ი ავრცელებს.