140 მილიონ ევროს გერმანია აჭარის სოფლების წყლით მომარაგებისა და კანალიზაციის სისტემების მოსაწყობად გამოყოფს. ფინანსური თანამშრომლობის შესახებ შესაბამის შეთანხმებას ხელი საქართველოს ფინანსთა მინისტრმა და გერმანიის ელჩმა საქართველოში მოაწერეს. დოკუმენტი ასევე ითვალისწინებს საფინანსო სექტორის მხარდაჭერას, ნარჩენების კლიმატისთვის უსაფრთხო მართვასა და ელექტროგადამცემი ქსელის გაფართოებას.