პარლამენტის შენობასთან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის მოთხოვნით ოპოზიციის აქცია დასრულდა.
ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა, მათმა მხარდამჭერებმა და სამოქალაქო მოძრაობების აქტივისტებმა მმართველი პარტიის დეპუტატებს „სირცხვილის დერეფნები“ მოუწყვეს. მათ პარლამენტის ერთ-ერთი ჭიშკრის დაბოქლომებაც სცადეს, თუმცა ამის საშუალება პოლიციამ არ მისცა.
დღევანდელი აქცია მსვლელობით დასრულდა. აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობის წინ აღმართულ ღობეზე ბანერი წარწერით „სირცხვილი" გააკრეს.