ბაღდათში მომხდარ ტრაგედიაზე გამოძიება ცეცხლის განზრახ გაჩენის მუხლით მიმდინარეობს

04 თებერვალი 2020, 18:03 1880 ნახვა

ბაღდათში მომხდარ ტრაგედიაზე გამოძიება ცეცხლის განზრახ გაჩენის მუხლით მიმდინარეობს. ხანძრის გამომწვევ ზუსტ მიზეზებს​ექსპერტ-კრიმინალისტები დაადგენენ. ადგილობრივების ინფორმაციით, სახლში ელექტროენერგია არ იყო და ცეცხლი სავარაუდოდ, ღუმელიდან გაჩნდა.

სახლი სოციალურად დაუცველი ოჯახისთვის მუდმივი საცხოვრებელი არ იყო. იქ 10 დღის წინ შესახლდნენ.   ბაღდათში გვიან ღამით გაჩენილ ხანძარს, 6 ადამიანი ემსხვერპლა, მათგან ოთხი ბავშვია, ორსული დედა და შუახნის ქალი.

გიორგი აბაზაძე
წამყვანი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი