საქართველოში კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა

03 თებერვალი 2020, 18:24 1451 ნახვა

კორონავირუსით ინფიცირების ოფიციალური სტატისტიკა და გავრცელების არეალი გაიზარდა. თუ გასულ კვირას ვირუსი 20-მდე ქვეყანაში დაფიქსირდა, ეს რიცხვი ახლა 30-ს უახლოვდება. ახალი კორონავირუსის დადგენა ხვალიდან საქართველოშიც იქნება შესაძლებელი სპეციალური ტესტებით.

ამ დროისთვის თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ 3 პაციენტი რჩება,  როტერდამის ლაბორატორიიდან კვლევების პასუხი, სავარაუდოდ, ხვალ იქნება. მედიკოსების ინფორმაციით, საქართველო კვლავ "მწვანე ზონაშია“, რაც ვირუსის გავრცელების დაბალ რისკს გულისხმობს.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი