კიდევ ერთი რეკომენდაცია საქართველოს ხელისუფლებას. ქვეყნის დემოკრატიული განვითარების უზრუნველსაყოფად ამერიკული გავლენიანი ორგანიზაცია „ჰერითიჯ ფაუნდეიშენი“ 5 მთავარ პრიორიტეტზე წერს, რომელიც 2020 წელს შეერთებულ შტატებსა და საქართველოს ურთიერთობაში მნიშვნელოვანი იქნება. ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის საარჩევნო სისტემაზე შეთანხმება ამ შემთხვევაშიც მთავარი რეკომენდაციაა. ქართველი ანალიტიკოსების შეფასებით, ეს არის ერთ-ერთი ბოლო შანსი, რომელიც სტრატეგიულმა პარტნიორმა მმართველ გუნდს მისცა. მათივე განმარტებით, ხელისუფლებამ სტატიაში მოცემული რეკომენდაციები უნდა გაითვალისწინოს. გამოსავლად პროპორციულ არჩევნებს და ანაკლიის პორტის მშენებლობას ასახელებენ.