ნათია ზოიძემ აჭარის მაუწყებელი დატოვა - შეფასებები

03 თებერვალი 2020, 12:15 2074 ნახვა

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის მოადგილის სამსახურიდან წასვლას შეფასებები მოჰყვა. ნათია ზოიძემ „ფეისბუქზე“ გამოქვეყნებულ პოსტში, მიმდინარე პროცესებზე უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესა და დეპუტატებს აკისრებს პასუხისმგებლობას.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის მოადგილედ, ნათია ზოიძე, გასული წლის 1-ლი აპრილიდან მუშაობდა.

ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის შემდეგ კი 7 თვე,  დირექტორის მოვალეობას ასრულებდა. მისი თქმით, წასვლის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც დირექტორმა გიორგი კოხრეიძემ, ხელშეკრულებაში ცვლილება შეიტანა და ამოიღო ის პუნქტები, რომლითაც მაუწყებლის სამივე პლატფორმაზე კოორდინაცია და პოლიტიკის შემუშავება ევალებოდა.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი