კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 300-ს აჭარბებს, დაავადებულთა კი — 14 ათასს

02 თებერვალი 2020, 11:25 1560 ნახვა

ფილიპინებში ახალი კორონავირუსით ერთი ადამიანი გარდაიცვალა. ეს ჩინეთის საზღვრებს გარეთ ვირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევაა. ინფორმაციას უცხოური მედია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ცნობით, გარდაცვლილია 44 წლის ჩინელი კაცი, რომელიც ფილიპინებში უხანიდან იყო ჩასული, სადაც კორონავირუსი პირველად დაფიქსირდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, გარდაცვლილი კაცი ფილიპინებში ჩასვლამდე იყო ვირუსით დაავადებული. ამ დროისთვის კორონავირუსის შემთხვევა 25 ქვეყანაშია დაფიქსირებული. ვირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 300-ს აჭარბებს, დაავადებულთა კი — 14 ათასს. მსოფლიოს რიგმა ქვეყნებმა ჩინეთიდან ჩამსვლელი მგზავრებისთვის საზღვრები ჩაკეტა.

აშშ-სა და ავსტრალიის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელიც ბოლო პერიოდში ჩინეთში იყო, ქვეყანაში არ შეუშვებენ. მანამდე, მსგავსი აკრძალვა დააწესა რუსეთმა, იაპონიამ, პაკისტანმა და იტალიამ. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია მსგავსი ზომების წინააღმდეგია და აცხადებს, რომ მოგზაურობის აკრძალვას მეტი ზიანის მოტანა შეუძლია, ვიდრე სიკეთის. მათი თქმით, ეს დააზიანებს ეკონომიკას და გაართულებს ინფორმაციის გაზიარებას.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი