ფილიპინებში კორონავირუსით ერთი ადამიანი გარდაიცვალა

02 თებერვალი 2020, 08:38 2305 ნახვა

ჩინეთის საზღვრებს გარეთ კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა  ფილიპინებში დაფიქსირდა. ინფორმაციას  The New York Times-ი ავრცელებს.

გარდაცვლილია 44 წლის ჩინელი მამაკაცი, რომელიც ფილიპინებში ქალაქ უხანიდან იანვარში მეგობარ ქალთან ერთად დაუბრუნდა, რომელსაც ასევე დაუდგინდა კორონავირუსი. ფილიპინების სამედიცინო წარმომადგენლების  განაცხადებით,   38 წლის ქალი დაკვირვების ქვეშ იმყოფება.

ორივე ინფიცირებული მანილას საავადმყოფოში მკურნალობდა. ფილიპინების ხელისუფლება გარდაცვლილის ცხედარს უახლოეს ხანში ჩინეთის საელჩოს გადასცემს.

კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 305-ს მიაღწია. ინფიცირებულთა რიცხვი კი 14 300-ია. კორონავირუსი მსოფლიოს 25 ქვეყანაში დაფიქსირდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი