გზის დაგებას  და სანიაღვრე არხების რეაბილიტაციას ითხოვენ წლებია ქობულეთში, ჭონქაძეების ქუჩის მცხოვრებლები

31 იანვარი 2020, 20:33 1162 ნახვა

გზის დაგებას  და სანიაღვრე არხების რეაბილიტაციას ითხოვენ წლებია ქობულეთში,  ჭონქაძეების  ქუჩის მცხოვრებლები.  წვიმის დროს საკარმიდამო ნაკვეთები და საავტომობილო გზა იტბორება, რის გამოც მოქლააქეების ცნობით, გარდა იმისა რომ გადაადგილების პრობლემა მოსწავლეებს ექმნებათ, ხშირად სასწრაფო დახმარების ბრიგადაც კი ვერ აღწევს დანიშნულების ადგილზე.

ამბობენ, რომ შესაბამის უწყებებს არაერთხელ მიმართეს, თუმცა უშედეგოდ. ქობულეთის მერია, რომ ინფორმირებულია, ამის შესახებ იმ წერილობით პასუხშიც წერია, რაც ადგილობრივი მუნიციპალიტეტიდან გამოგვიგზავნეს. ირწმუნებიან,რომ უკვე გამოცხადებულია ტენდერი და ბეტონის საფარს გარკვეულ მონაკვეთზე დააგებენ. ნაწილის მოწესრიგებას კი ეკონომიკების ხარჯზე ვარაუდობენ.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი