ბათუმელი სტუდენტები ინოვაციების ფესტივალზე

17 სექტემბერი 2016, 00:00 4447 ნახვა

''მეცნიერებისა და ინოვაციის თბილისის ფესტივალმა'' ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ბათუმის საზღვაო აკადემიას პირველად უმასპინძლა, ფესტივალზე გამოიფინა მომავლის სამრეწველო ლაბორატორიაში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების მიერ დამზადებული ინოვაციური პროექტები, ცნობილი შენობების მაკეტები, კონსტრუქციები, ხელნაკეთი ნივთები, ასევე ფიზიკა- მათემატიკისა და კომპიუტერულ-მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტების მიერ დამზადებული ხელსაწყოები, რომელიც ფაბ- ლაბთან ერთად განხორციელდა. ფესტივალში საქართველოში არსებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები და სამეცნიერო ცენტრები მონაწილეობდნენ.  ფესტივალი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებით მეორედ ჩატარდა.

ამავე კატეგორიაში