დეპუტატს, რომელიც ძალადობის მსხვერპლი გახდა, ძალადობისთვის ბრალი წაუყენეს. საუბარია ლევან ხაბეიშვილზე, რომელსაც 24 იანვარს თბილისის საკრებულოს სხდომაზე, პირდაპირ კამერების წინ სცემეს. სახელმწიფო ბრალდება ოპოზიციონერ დეპუტატს დერეფანში უმრავლესობის წევრის ირაკლი ზარქუას მიმართ ძალადობას ედავება. ეს დაპირისპირება მას შემდეგ მოხდა, რაც ენმ-ს ერთ-ერთ ლიდერს მმართველი გუნდის წეევრები ჯერ სხდომათა დარბაზში დაუპირისპირდნენ. ცნობილია, რომ ამ ეპიზოდზე პროკურატურამ ბრალი ოცნების წევრებსაც წაუყენა. მათ 5-ათას ლარიანი გირაო შეეფარდათ. ცნობისთვის, ინციდენტის შემდეგ მმართველი გუნდის ლიდერები მომხდარს ამართლებდნენ და ამბობდნენ, რომ ხაბეიშვილმა "ეს დაიმსახურა."