საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთათვის სერტიფიცირების პროცესი იწყება

31 იანვარი 2020, 18:37 2070 ნახვა

საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთათვის სერტიფიცირების პროცესი იწყება.  სერტიფიცირება შედგება ორი ნაწილისაგან – ტესტირება და გასაუბრება. სერტიფიცირების მსურველთათვის ელექტრონული რეგისტრაცია საქართველოს განათლების, სამინისტროს ვებგვერდზე 3 თებერვალს დაიწყება და 17 თებერვალს დასრულდება. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია უმაღლესი განათლების მქონე პირს, რომელსაც მუშაობის არანაკლებ სამი წლის გამოცდილება, აქედან, განათლების სფეროში სწავლების არანაკლებ ერთი წლის სტაჟი აქვს.

ტესტირების პროგრამა რამდენიმე მიმართულებას მოიცავს – საკანონმდებლო ბაზა, სასწავლო პროცესის ორგანიზება, მონიტორინგი და შეფასება, სკოლის ადამიანური რესურსების მართვა, ეფექტური კომუნიკაციისა და მოტივაციის მეთოდები, მშობლებთან მუშაობა და ანგარიშვალდებულება, ლოგიკური მსჯელობა, ინფორმაციის ანალიზი და სხვა. ტესტირება ჩატარდება ელექტრონული ფორმით. კონკურსანტის კომპეტენცია და უნარები წარმატებით დაძლეულად ჩაითვლება ტესტის მაქსიმალურ ქულათა 60%-ის დაგროვების შემთხვევაში.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი