31 იანვარს და 1 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელია ნალექი. მთაში და მაღალმთაში თოვლის სახით, ზოგან ძლიერი, ნისლი და ქარბუქი. სანაპირო კურორტებზე მოსალოდნელია წვიმა და დასავლეთის ქარის გაძლიერება. ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი.
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს.