ნიკა გვარამიას უცნობები დაუპირისპირდნენ, მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს

30 იანვარი 2020, 13:34 1559 ნახვა

ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დამფუძნებელს, ნიკა გვარამიას უცნობი პირები დაუპირისპირდნენ და მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ​სიტუაცია თბილისის საქალაქო სასამართლოს მანდატურის სამსახურმა განმუხტა. რის შემდეგაც პოლიციამ სამი პირი სასამართლოს ტერიტორიიდან განარიდა - ინფორმაციას პირველი არხი არვცელებს. 

გვარამიამ ცხვირისა და თვალის არეში მიიღო დაზიანება.​ სიტუაცია თბილისის საქალაქო სასამართლოს მანდატურის სამსახურმა განმუხტა. რის შემდეგაც პოლიციამ სამი პირი სასამართლოს ტერიტორიიდან განარიდა. პოლიციის ინფორმაციით, ისინი დაკავებულები არ არიან, პოლიციელებმა გამოკითხვაზე გადაიყვანეს. 

ნიკა გვარამია მთავარი არხის კიდევ ერთი დამფუძნებლის, გიორგი რურუას პროცესზე შედიოდა. საქალაქო სასამართლოში რურუას წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში