99 ხმით 44-ის წინააღმდეგ, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მხარი არ დაუჭირა უკრაინისა და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენელთა წინადადებას რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილების შეზღუდვის თაობაზე და რუსეთისთვის სრულად უფლებამოსილების აღდგენას დათანხმდა.
რეზოლუციის განხილვა სტრასბურგში მწვავე დებატების ფონზე მიმდინარეობდა. საქართველოსა და უკრაინის დელეგაციებმა გადაწყვეტილება დაგმეს და რუსეთის აგრესიული ქმედებები გააკრიტიკეს.