მეორე კვირაა ქობულეთის ბაღებში რძის პროდუქტები ვერ შეისყიდეს

29 იანვარი 2020, 20:56 1385 ნახვა

ქობულეთის 29 საბავშვო ბაღის მენიუში კი უკვე მეორე კვირაა რძის პროდუქტები არ არის. სკოლამდელი დაწესებულებები კორექტირებული მენიუთი მუშაობენ, საიდანაც რძე, კარაქი, ყველი და მაწონი ამოღებულია. მიზეზი სატენდერო პროცედურაა. ქობულეთის ბაღების გაერთიანების ინფორმაციით, ტენდერის შედეგები დავების საბჭოში გასაჩივრდა, რის გამოც გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება ვერ გაფორმდა. იმის გამო, რომ ტექნიკური რეგლამენტით რძის პროდუქტების მენიუდან ერთ კვირაზე მეტი ხნის ამოღება არ არის რეკომენდებული, ისინი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს გამარტივებულ შესყიდვას სთხოვენ. ვარაუდობენ, რომ თანხმობას ხვალვე მიიღებენ.

გამარტივებული წესით შეისყიდეს პროდუქტი ხულოს ბაგაბაღების გაერთიანებაში. მათი განცხადებით, დროებითი ერთთვიანი ხელშეკრულება გააფორმეს კომპანიასთან, რომელიც ბაღებს 20 თებერვლამდე მოამარაგებს.

გადაუდებელი შესყიდვის შესახებ დოკუმენტაცია შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე ატვირთული არ არის, რასაც ხულოს ბაღების გაერთიანებაში ტექნიკურ ხარვეზს უკავშირებენ. ტენდერის ჩავარდნის შემდეგ, გამარტივებული შესყიდვის უფლებით ისარგებლა ქედის ბაღების გაერთიანებამაც. აქაც რძისა და საკვები პროდუქტების მომარაგებაზე ხელახლა გამოცხადებული ტენდერი ჯერ არ დასრულებულა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი