ხმაური პარლამენტში - მალხაზ მაჩალიკაშვილი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს

29 იანვარი 2020, 20:25 1527 ნახვა

მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა  „ქართული ოცნებიდან“ წამოსულ დეპუტატებს სთხოვს, რომ მისი შვილის მკვლელობის საქმეზე დროებითი საპარლამენტო კომისიის შექმნას მხარი დაუჭირონ. ამის შესახებ მან განცხადების გაკეთება მას შემდეგ შეძლო, რაც პარლამენტში შესვლის უფლება არ მისცეს. ამ დროს იგი შეუძლოდ გახდა.

მაჩალიკაშილის პარლამენტში შეშვებას დილიდან თინა ბოკუჩავა ითხოვდა. იგი მამუკა მდინარაძეს დაუპირისპირდა, რომელიც თვლის, რომ არსებობდა პროვოკაციის საფრთხე და სწორედ ამიტომ არ შეუშვეს მაჩალიკაშვილი პარლამენტში.

გაცილებით ხმაურიანი განცხადება გააკეთა გია ვოლსკიმ - ვიცე-სპიკერი ამბობს, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილი, არათუ პარლამენტში არამედ არცერთ დაწესებულებაში არ უნდა შეუშვან. იგი, ახლა უკვე ტერორიზმსა და მალხაზ მაჩალიკაშვილთან პირდაპირ პარალელს ავლებს.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი