პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება ივნისის მოვლენებზე ოპონენტებს შორის კვლავ დაპირისპირების მიზეზი ხდება. არჩილ თალაკვაძემ გუშინ ისიც თქვა, რომ ოპოზიციამ სერგეი გავრილოვის საქართველოში ჩამოსვლა საბაბად გამოიყენა და საარჩევნო სისტემის შეცვლის მოთხოვნა ქუჩაში საპროტესტო აქციებით გადაიტანა.