პარლამენტში ხმაური იყო. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი საკანონმდებლო ორგანოში მალხაზ მაჩალიკაშვილის შეშვებას ითხოვდა. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ მამუკა მდინარეძე და თინა ბოკუჩავა ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.
მდინარაძე კოლეგას უხსნიდა, რატომ არ გასცა პარლამენტის თავმჯდომარემ მალხაზ მაჩალიკაშვილის საკანონმდებლო ორგანოში შესვლის ნებართვა. მისი განმარტებით, მაჩალიკაშვილი პარლამენტში იმის გამო არ შეუშვეს, რომ პროვოკაციის საფრთხე თავიდან აეცილებინათ. გადაწყვეტილება კი პარლამენტის თავმჯდომარემ მიიღო.
თინა ბოკუჩავამ მამუკა მდინარაძეს უზრდელი და მარიონეტი უწოდა. საპასუხოდ, მდინარაძემ აღნიშნა, რომ ბოკუჩავა პარლამენტში პროვოკაციას აწყობს და პარტიული ინტერესების შესაბამისად მოქმედებს.
შენ ხარ მიშას „ტიტუშკა“. თქვენ ხართ პროვოკატორები და უზნეო ხალხი, მიშას მონები. ხელი გაწიე და ასე აღარ მოიქცე“, - მიმართა მდინარაძემ ბოკუჩავას.
მალხაზ მაჩალიკაშვილს, რომელიც პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს, დღეს პარლამენტის შენობაში არ შეუშვეს.
მაჩალიკაშვილზე საშვი ოპოზიციური პარტიის წევრებმა დაუშვეს. პარლამენტის შენობასთან, დაცვის სამსახურთან სიტყვიერი შელაპარაკების შემდეგ, მალხაზ მაჩალიკაშვილი შეუძლოდ გახდა. ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს.