კონგრესმენი პიტ ოლსონი ბიძინა ივანიშვილს პუტინის მარიონეტს უწოდებს

29 იანვარი 2020, 12:07 1427 ნახვა

„ოლიგარქი ივანიშვილი მდიდრდება ქართველი ხალხის ხარჯზე. გამოღვიძების დროა,  შემომიერთდით, რომ ავიმაღლოთ ხმა თავისუფლებისა და საქართველოსთვის," - ასე გამოეხმაურა საქართველოში მიმდინარე პროცესებს ამერიკელი კონგრესმენი, პიტ ოლსონმა  შტატების საკანონმდებლო ორგანოში გამოსვლისას  ბიძინა ივანიშვილს "ვლადიმერ პუტინის მარიონეტი" - უწოდა.

ოლსონმა ივანიშვილი ტელესერიალ - "სეზამის ქუჩის" მარიონეტ თოჯინას შეადარა და უცხოურ ინვესტიციებზე თავდასხმაში დაადანაშაულა. ამერიკელმა კონგრესმენმა კოლეგებს საქართველოში საპროტესტო გამოსვლების ამსახველი ფოტო აჩვენა და ქართველი აქტივისტების მხარდაჭერისკენ მოუწოდა. 

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი