გზის მოწესრიგება

17 სექტემბერი 2016, 00:00 3093 ნახვა

ქედაში, სოფელ ზუნდაგაში ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება დასრულდა, რომლითაც  89 ოჯახი  ისარგებლებს.  ახალი საფარი 2 ათას 700 მეტრ ტერიტორიაზე  დაიგო, რისთვისაც აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ბიუჯეტიდან 613 000 ლარი დაიხარჯა.  სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული ფირმა ,,ბონდი 2009" ასრულებდა. მიმდინარე წელს ქედის მუნიციპალიტეტში 15 920 მეტრი გზის მოასფალტება იყო დაგეგმილი, აქედან 13 ათას  420  მეტრიანი მონაკვეთი უკვე  დასრულებულია და დარჩენილია  მხოლოდ   ცხემნა-ორცვას მიმართულებით გზის მოწესრიგება. 

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში