საქართველო მოქალაქეების ჩინეთიდან გამოყვანას პარტნიორ ქვეყნებთან ერთად განახორციელებს-ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტში გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ.
დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამბობს, რომ საქართველოში შემოსული ჩინეთის ყველა მოქალაქე საზღვარზე შემოწმებას გადის.